როგორ მუშაობს
მოკლედ საიტის ყველა ფუნქციაზე.
ტესტი და ვარჯიში
- ტესტი: პასუხობთ ყველა დავალებას და ბოლოს აბარებთ. შემდეგ ხედავთ ქულას, სწორ პასუხებსა და განმარტებებს. თუ ტესტს დრო აქვს, ჩანს ტაიმერი, და დროის ამოწურვისას პასუხები ავტომატურად ბარდება.
- ვარჯიში: ყოველი პასუხი მაშინვე მოწმდება და ხედავთ განმარტებას, ტაიმერის გარეშე. ვარჯიშის ქულა არ ინახება, მაგრამ პასუხები ითვლება შეცდომებში, XP-სა და სერიაში.
შემთხვევითი ტესტი და ვარჯიში
- შემთხვევითი ტესტი აწყობილია ერთი საგნის ყველა ტესტიდან, რეალური გამოცდის სიგრძითა და აგებულებით.
- შემთხვევითი ვარჯიში შედგება 10 დავალებისგან. ტექსტი ყოველთვის თავის დავალებებთან ერთად მოდის, ამიტომ ზოგჯერ დავალება ცოტა ნაკლებია.
- გამოცდის სიმულაცია (მართვის მოწმობა) რეალური გამოცდის პირობებით მიმდინარეობს: 30 დავალება ყველა თემიდან, 30 წუთი, დასაშვებია 3 შეცდომა. ყოველი პასუხი მაშინვე მოწმდება და შეცდომები ითვლება. მეოთხე შეცდომაზე გამოჩნდება შეტყობინება, რომ გამოცდა დასრულდა და ჩაბარებული არ არის, მაგრამ შეგიძლიათ ბოლომდე გააგრძელოთ. უპასუხოდ დატოვებული დავალებაც შეცდომაა.
ძებნა
ძებნაში შეგიძლიათ მოძებნოთ დავალება მისი ტექსტით, პასუხებით ან საკითხავი ტექსტით და მაშინვე ივარჯიშოთ მასზე. ტესტის წლითა და ნომრით ძებნაც შეიძლება, მაგ. „2025 I 7“ (2025 წლის I ვარიანტის მე-7 დავალება).
შედეგები
„შედეგების“ გვერდს ორი ჩანართი აქვს. „ტესტები“ აჩვენებს ჩაბარებული და შემთხვევითი ტესტების ქულებს, „ვარჯიში“ კი ყოველი დღის ვარჯიშს საგნების მიხედვით: რამდენ შემოწმებულ დავალებას უპასუხეთ სწორად. ორივეგან არის გრაფიკი და ყველა მცდელობის ცხრილი; ჩაბარებულ ტესტზე დაჭერით ნახავთ მის დეტალურ მიმოხილვას. ამის ქვემოთ შეცდომებია.
შეცდომები
- „შედეგების“ გვერდზე ჩანს ყველა დავალება, რომელშიც ოდესმე შეცდით, ტესტსა თუ ვარჯიშში. ტესტში უპასუხოდ დატოვებული დავალებაც შეცდომად ითვლება (გამოტოვებული).
- შეცდომა სიიდან არ იშლება, მაშინაც კი, თუ შემდეგ სწორად უპასუხებთ. სამაგიეროდ, ჩანს, რამდენჯერ შეცდით, რამდენჯერ უპასუხეთ სწორად და როდის შეცდით ბოლოს.
- სია დაჯგუფებულია საგნისა და ტესტის მიხედვით: ჯერ ის ტესტია, რომელშიც მეტი შეცდომა გაქვთ.
- ვარჯიში შეცდომებზე ერთი საგნის შეცდომებზე გავარჯიშებთ. რა რიგით, იხილეთ ქვემოთ.
რა რიგით ჩნდება დავალებები ვარჯიშში
ვარჯიშში შეცდომებზე და შემთხვევით ვარჯიშში დავალებები ასე ლაგდება:
- ჯერ ის დავალებები, რომლებზეც ჯერ არ გიპასუხიათ.
- შემდეგ ის, რომლებშიც ბოლო დროს ყველაზე ხშირად ცდებით. ითვლება თითოეული დავალების ბოლო 5 პასუხი, ამიტომ თუ დავალებას რამდენჯერმე ზედიზედ სწორად უპასუხებთ, ის ქვემოთ ჩაიწევს. გამოტოვებული დავალება არ ითვლება.
- ერთი პასუხი ყველაფერს არ წყვეტს. მაგალითად, დავალება, რომელშიც ბოლო 5-დან 4-ჯერ შეცდით, მოვა იმაზე ადრე, რომელშიც ერთხელ შეცდით და ერთხელ სწორად უპასუხეთ, ხოლო 5-ჯერ ზედიზედ სწორად ნაპასუხები დავალება ბოლოსაა.
- მსგავსი შედეგის დავალებები ირევა, ამიტომ ყოველი ვარჯიში ცოტა განსხვავებულია.
გვერდის განახლებისას რიგი არ იცვლება. ახალი რიგისთვის დაიწყეთ ვარჯიში თავიდან. ანგარიშის გარეშე შემთხვევითი ვარჯიში უბრალოდ შემთხვევითია.
შემთხვევითი ვარჯიში არ მთავრდება: ბოლო დავალებებთან ახლები თავისით ემატება, სანამ „დასრულებას“ არ დააჭერთ ან საგნის ყველა დავალებას არ გაივლით. ესპანურ სიტყვებში ყოველ 10 სიტყვაში 3-მდე ის სიტყვაა, რომელშიც ხშირად ცდებით, დანარჩენი ახალია; შეცდომით ნაპასუხები სიტყვა იმავე ვარჯიშში ისევ მოვა.
XP და სერია
- XP: +10 ყოველი დავალებისთვის, რომელსაც დღის განმავლობაში ერთხელ მაინც სწორად უპასუხებთ. დავალება დღეში ერთხელ ითვლება: იმავე დღეს მისი გამეორება XP-ს არ მატებს, მეორე დღეს კი ისევ ითვლება.
- სასწავლო დღე: დღე, როცა 10 სხვადასხვა დავალებას უპასუხებთ, სწორად თუ არასწორად. დღევანდელ პროგრესს მთავარ გვერდზე ზოლი აჩვენებს.
- სერია: სასწავლო დღეები ზედიზედ. ერთი გამოტოვებული დღე სერიას არ წყვეტს (თუმცა არც ემატება), ორი გამოტოვებული დღე ზედიზედ კი წყვეტს.
- ზედიზედ სწორი პასუხები: ვარჯიშში ჩანს, რამდენ დავალებას უპასუხეთ სწორად ზედიზედ. არასწორი პასუხი მთვლელს ანულებს, გამოტოვებული დავალება კი არა. ყოველ მეხუთე სწორ პასუხზე ზედიზედ ეკრანის ქვემოთ შეტყობინება გამოჩნდება. შესულ მომხმარებელს მთვლელი ყველა ტესტსა და ვარჯიშში ერთი აქვს; სტუმარს მხოლოდ მიმდინარე გვერდზე ეთვლება.
- ითვლება ყველა პასუხი: ტესტში, ვარჯიშში და შემთხვევით ტესტში. დღეები ითვლება საქართველოს დროით.
- მთავარ გვერდზე თითოეულ საგანთან ჩანს, რამდენ სხვადასხვა დავალებას უპასუხეთ.
რეიტინგი
რეიტინგში ჩანს პირველი ათეული XP-ით (შეგიძლიათ აირჩიოთ გამოცდა ან საგანი) და პირველი ათეული საუკეთესო სერიით. სხვები ხედავენ მხოლოდ თქვენი ელფოსტის ნაწილს (მაგ. ira***@gmail.com), არასდროს სრულ ელფოსტას.
მოწონება და ხარვეზი
როცა დავალების პასუხი გამოჩნდება (ვარჯიშში ან შედეგებში), მის ქვეშ შეგიძლიათ მოიწონოთ დავალება ან შეგვატყობინოთ ხარვეზი, სურვილისამებრ მიზეზითა და კომენტარით. ამისთვის საჭიროა ანგარიში.
ანგარიშის გარეშე
ყველა ტესტი და ვარჯიში ხელმისაწვდომია ანგარიშის გარეშეც, მაგრამ არაფერი ინახება: შედეგები, შეცდომები, XP და სერია მხოლოდ ანგარიშით მუშაობს. დეტალები: კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
აპლიკაცია ტელეფონზე
საიტი შეგიძლიათ დააყენოთ როგორც აპლიკაცია: გამოიყენეთ ღილაკი გვერდის ბოლოში, iPhone-ზე კი იქვე მითითებული ნაბიჯები.